weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საზოგადოება

ქუთაისში მდებარე N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი, 25 წლის ემილ ხოფერია გარდაცვლილი იპოვეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, 15 ნოემბერს, დაახლოებით 3:30 საათზე, მსჯავრდებულმა საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-ე კილომეტრიდან 106-ე კილომეტრამდე (კორშა-შატილი) ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.  

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის ადმინისტრაციულ ერთეულში 10 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული მონაკვეთი უღვირის უღელტეხილზე იწყება და სოფელ იფარამდე მიდის.

სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი − წამლის სააგენტო დაფუძნდება. შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო ჯვრის უღელტეხილზე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-ე კილომეტრიდან (ფოსტა) – 107-ე კილომეტრამდე (კობი) ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

საქართველოში აზიური ფაროსანას გავრცელების არეალად სამეგრელო, გურია აჭარა, იმერეთი და აფხაზეთი მიიჩნევა, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილს, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ აღნიშნულ პერიმეტრზე მავნებლის მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება,…

„დედაქალაქის მერიამ ზემო ფონიჭალაში, N23 კორპუსში მცხოვრები 28 ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი ფართები მოიძია და ისინი დღესვე დაბინავდებიან“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრების მოწყობას იწყებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში თავშესაფრების მშენებლობაზე მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერებს წლის ბოლომდე გამოაცხადებს, სხვა რეგიონებში კი - მომავალ…

ზემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 9 თვის ბავშვის ცხედარი იპოვეს. მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ბავშვის დედის ცხედარი ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია.

მაშველებმა ზემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა, ქალის ცხედარი იპოვეს. მეორე სართულზე ნანგრევებში მოყოლილ დედა-შვილს ეძებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]