საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
სტეფანწმინდაში, მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტული ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, პოლონეთის მოქალაქე, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე ნაპრალში ჩავარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე კვლევას ატარებენ. მონიტორინგის მიზნით ნიმუშებს სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში იღებენ.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფროებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი მიწა-კლდის ნაშალმა ჩაკეტა.
სამართალდამცავებმა ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, ერთ-ერთი კლუბის მფლობელი 38 წლის ჯ.ც. და მისი თანამშრომელი - 33 წლის ი.ჩ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისინი კლუბში შესულ მომხმარებლებს არარსებული მენიუს…
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს თანამშრომელი, რომელსაც ოჯახში ძალადობის ფაქტი დაუდასტურდება და ოჯახში ძალადობაში იქნება ბრალდებული, შს სამინისტროს რიგებს ავტომატურად დატოვებს.
პოეტ კოკა კობალაძის ცემის საქმესთან დაკავშირებით უბნის ორი ინსპექტორ-გამომძიებელი, მათი უშუალო ხელმძღვანელი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან გათავისუფლდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული მოკვლევის…
ქობულეთი-ჩაქვის მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ჩვილია. მაგისტრალზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა. დაშავდა ავტომობილში მყოფი ორი მგზავრიც - ბავშვების დედა და ბებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ს.ზ. დააკავეს, რომელსაც ბრალად პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა და გამოძალვა ედება.
„თუ ცოტათი მაინც გჯერათ ჩემი, ნუ წახვალთ კახეთში გომბორის გზით და იქიდანაც ნუ წამოხვალთ ამ გზით“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი. მისივე თქმით,…
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მუყაოს კუბო და ყვავილები მიიტანა. პარლამენტში მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის დაწყებამდე, დოლ-გარმონის თანხლებით წულაიამ აქცია…
საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი
პანკისის ხეობის სათემო რადიო
Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.
0 353 22 22 11