weather cur horoscope tv
მაისი 16, 2024

საზოგადოება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში, მდინარე ჭოროხზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულებს შორის საქართველოს ერთი მოქალაქეა, სამი კი რუსეთის ფედერაციის.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. 2 და 3 ივლისს აბიტურიენტები გამოცდას ქართული ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოში დაბრუნებულ 339 მიგრანტს მცირე ბიზნესის დასაწყებად გრანტი გადაეცა.

თურქი სამართალდამცავები ქართველ ძმებს, 28 და 25 წლის ახალგაზრდებს, თურქეთის მოქალაქის მკვლელობასა და წამებაში ადანაშაულებენ. თურქული მედიის ინფორმაციით, ისინი სტამბოლის ტუზლას რაიონში დამსაქმებელს თავს დაესხნენ და მოკლეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარში მცხოვრებმა 79 წლის მამაკაცმა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ხსნარი, შეცდომით, გამაგრილებელი სასმელის ნაცვლად დალია. მამაკაცი ჩოხატაურის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კილომეტრზე (უშგული-ლასდილი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილი ჩაინგრა.

„გუშინ, თელავის მუნიციპალიტეტმა გერმანიის ერთ-ერთი დამეგობრებული ქალაქიდან, ბიბერახიდან, აქედან გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე, უფასოდ მიიღო ხარის 450 ერთეული სპერმა. მაშინ, როდესაც წინა თვითმმართველობის დროს, გერმანულ მხარესთან ვმუშაობდით ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის…

„გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე…

თბილისის მერთან შეხვედრის შემდეგ, მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს. პროფესიული გაერთიანება „ერთობა 2013“-ის თავმჯდომარის, რატი კაპანაძის განცხადებით, მემანქანეებისთვის ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ აიღო. მეტრო დღეს, 14:00…

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]