weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

პირველმა ტურმა გვაჩვენა, რომ საკადრო ცვლილებები აუცილებელია – ახმეტის მაჟორიტარი

21:41 კვირა, 04 ნოემბერი 2018

ახმეტა - თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ კახეთში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს. „იმედინიუსის“ ინფორმაციით, გელა სამხარაულმა განაცხადა, რომ შესაძლოა მერებიც შეიცვალონ.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია საკადრო ცვლილებები, რომელიც მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საშუალებით ურთიერთობას გააღრმავებს.

არ არის გამორიცხული საკადრო ცვლილებები უახლოეს პერიოდში, კახეთში, მათ შორის ახმეტაშიც განხორციელდეს. ეს ბუნებრივიცაა ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის“, – განაცხადა სამხარაულმა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან, გრიგოლ ვაშაძესთან წააგო. ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმები გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში მიიღო.

მუნიციპალიტეტებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული მერები მართავენ.

 

ამ თემაზე:

რომელ ოლქებში მიიღო ზურაბიშვილმა ხმების 50%-ზე მეტი და 30%-ზე ნაკლები

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]