weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სასამართლომ ვაშაძის შტაბის წევრებზე ძალადობაში ბრალდებულებს გირაო შეუფარდა

12:08 სამშაბათი, 06 ნოემბერი 2018
ფოტო: Jnews.ge ფოტო: Jnews.ge

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

პროკურატურამ 30 ოქტომბერს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის [ძალადობა] პირველი პრიმა ნაწილით ბრალი ხუთ პირს წარუდგინა, მათ შორის, „ქართული ოცნებიდან“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმას, მარტუნ მკოიანს, შვილს - კარაპეტ მკოიანს და ნინოწმინდის სასპორტო სკოლის დირექტორს ანდრანიკ კარსლიანს.

მარტუნ მკოიანი და ანდრანიკ კარსლიანი ბრალს არ აღიარებენ. ადვოკატის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„სისხლის სამართლის საქმის მასალებში კარგად იკვეთება, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. რაც შეეხება სამ ბრალდებულს, მათ ბრალი აღიარეს. მათი დანაშაული იმაში გამოიხატება, რომ პროვოკაციაზე წამოეგნენ“, – განაცხადა ადვოკატმა კახა ასლანიძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საწყის ეტაპზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. მოგვიანებით საქმე 126-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა.

მომხდართან დაკავშირებით ენზელ მკოიანმა განცხადება გაავრცელა და ვაშაძის შტაბის წევრები პროვოკაციაში დაადანაშაულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]