weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ვტოვებ პარტიას, რადგან „ნაცმოძრაობასთან“ მუშაობა ჩემთვის მიუღებელია – საბანაძე

10:29 შაბათი, 10 ნოემბერი 2018
ფოტოზე ზვიად საბანაძე ფოტოზე ზვიად საბანაძე

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე „ევროპული საქართველო“ გორის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გორის საკრებულოს წევრმა ზვიად საბანაძემ დატოვა. როგორც საბანაძემ განაცხადა, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა მიუღებელია.

„ჩემთვის ცნობილი იყო, რომ „ევროპულ საქართველოს“ არანაირი კავშირი აღარ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მაგრამ ყველაფერს ფარდა აეხადა. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მუშაობა და ვტოვებთ „ევროპულ საქართველოს“. ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ზვიად საბანაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყვეტს, ვის დაუჭერს მხარს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ზვიად საბანაძემ პარტია „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ დატოვა. 

„ვალები გქონდა და ჩვეულებრივად გიყიდეს. ამორალური „ოცნებაა“, რომელმაც შენი სიდუხჭირე გამოიყენა და კიკუსავით გიყიდა. მესმის, ოჯახში ორი კაპიკი შეიტანე და ამით ცოტა მაინც მატერიალური შვება გექნება. მორალურად კი განოლდი, მაგრამ ეგ შენი არჩევანია“, მიმართავს უგულავა საბანაძეს.

28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძის დამარცხების შემდეგ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადა, რომ მეორე ტურში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერს მხარს. რამდენიმე დღის წინ, გიგი უგულავა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთს ჰელსინკიში შეხვდნენ. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ყველანი მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში ერთი ოჯახი არიან.

„ევროპული საქართველო“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2017 წლის იანვარში გამოეყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]