weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

საქართველოში პოლიტიკური ტერორი დაიწყო – გრიგოლ ვაშაძე

12:50 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

„ცხოვრებაში პირველად ვიყავი პოლიტიკურ სასამართლო პროცესზე. მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც არ გასულა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ დავით კირკიტაძისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე.

„დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი. თუ გაჩუმდებით, დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ.

ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას. მივმართავთ სააპელაციო სასამართლოს, რომელიც ტარაკნებივითაა გაჯერებული ქოცი მოსამართლეებით. საპროტესტო აქციები გაგრძელდება და დათოს გარეთ გამოვიყვანთ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცოტა ხნის წინ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სამართალდამცავებმა კირკიტაძე ველისციხეში აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც პოლიციელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავდასხმას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დავით კირკიტაძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]