weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩვენი ამოცანაა თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია – ციხელაშვილი

18:24 პარასკევი, 15 მარტი 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები.

„ამ ეტაპისთვის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსმა ჯარისკაცებმა უკვე დატოვეს ის ადგილები, სადაც დღეს იყვნენ განლაგებულები. ასევე,

ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ და საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს განცხადებები, რომ არ დაფიქსირებულა ინციდენტი მათი გადმოსვლის, წვდომის ან რაიმე ტიპის დამატებითი ბარიკადების მშენებლობის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ყველას, მათ შორის მედიას, მოუწოდა, რომ ამ საკითხზე ინფორმაციის გავრცელებას მაქსიმალური სიფრთხილით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ, რადგან, „ვცხოვრობთ მოცემულობაში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია“.

„საუბედუროდ, დგანან რუსი ჯარისკაცები და თქვენ იცით, რომ ამ პირობებში ჩვენი ამოცანა არის თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი პროვოკაცია“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღეს, 15 მარტს, სოფელ ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა, ლუდა სალიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების ყოფნა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ დადასტურდა. განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც [EUMM]. მათი თქმით, ხურვალეთში „ბორდერიზაციის“ ახალი ნიშნები არ შეუმჩნევიათ და არც რაიმე ინციდენტი აღურიცხავთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]