weather cur horoscope tv
სექტემბერი 24, 2020

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტს შესაძლოა ბექა ოდიშარიამ უხელმძღვანელოს

10:39 სამშაბათი, 19 მარტი 2019 hits 890

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. ამის თაობაზე გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

„პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ საკითხი გადაწყვეტილია, რადგან კვაჭანტირაძე უმრავლესობას აღარ წარმოადგენს. ბუნებრივია, უმრავლესობას ეკუთვნის კომიტეტების თავმჯდომარეების ადგილები. ბექა ოდიშარია არის უმრავლესობის წევრი, რომელიც ვფიქრობ, რომ ამ კომიტეტს ნამდვილად გამოაცოცხლებს“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]