weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2020

პრობლემა გახდა წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე – მათიკაშვილი კვაჭანტირაძის გადაყენებაზე

16:26 სამშაბათი, 19 მარტი 2019 hits 534

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განმარტებით, ტექნიკური პრობლემა გახდა იმის მიზეზი, რომ პლენარულ სხდომაზე ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა.

„წითელზე იყო ხელი მისაჭერი თუ მწვანეზე, ეს გახდა გარკვეული პრობლემა. კომიტეტიდან გაწვევა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მოხსნის საკითხი, მადლობა ღმერთს, პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობა არ არის. შესაბამისად, იყო ტექნიკური გაუგებრობა“, – განმარტავს მათიკაშვილი.

მისივე თქმით, კვაჭანტირაძესთან დაკავშირებით უმრავლესობის გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და ის რეალიზებულიც იქნება.

„ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, კომიტეტის თავმჯდომარის საკითხი არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შესაბამისად, უმრავლესობას აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე. სწორედ ის იღებს გადაწყვეტილებას, ვინც იქნება კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარე. ეს საკითხი დაისვა მას შემდეგ, რაც ბატონმა ზვიადმა დატოვა უმრავლესობის რიგები. ანალოგიურად, ხვალ მე რომ გავიდე უმრავლესობიდან, უნდა დავტოვო ის თანამდებობები პარლამენტში, რაც მიკავია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე დღეს გაიმართა. კვაჭანტირაძის გადაყენებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებობა, თუმცა საკითხს მხარი მხოლოდ  67-მა დაუჭირა, 8 დეპუტატი კი წინააღმდეგ წავიდა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან. მისივე თქმით, საჭირო იქნება კონსულტაციების გამართვა უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღეს.

ზვიად კვაჭანტირაძემ „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]