weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

ნურსულთან ნაზარბაევმა ყაზახეთი დემოკრატიის რელსებზე დააყენა – დეპუტატი

17:34 ოთხშაბათი, 20 მარტი 2019

ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარის, სიმონ ნოზაძის განცხადებით, ნურსულთან ნაზარბაევმა, რომელიც თითქმის 30 წელი ყაზახეთის შეუცვლელი პრეზიდენტი იყო, ქვეყანა „დემოკრატიის რელსებზე დააყენა“.

ნოზაძე პარლამენტში, სადაც თეა წულუკიანს უსმენენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, რომან გოცირიძეს გამოეხმაურა. მანამდე გოცირიძემ თქვა, რომ როგორც ყაზახეთის პარლამენტმა ნაზარბაევის 30-წლიანი „უმწიკვლო მსახურობის“ შემდეგ ასტანას ნურსულთანი უწოდა, ისევე საქართველოს პარლამენტმა უნდა იმსჯელოს, რომ იუსტიციის სამინისტროს, „თავბრუდამხვევი წარმატებების“ გამო, ეწოდოს „თეა“.

„რომან გოცირიძემ ირონიულად გააგრძელა ბატონ ნურსულთან ნაზარბაევთან დაკავშირებული ინფორმაცია. მე უამრავი მეგობარი მყავს ყაზახეთში და მინდა გითხრათ, რომ ნურსულთან ნაზარბაევი თავისი ქვეყნის დიდი შვილია.

მან დემოკრატიის რელსებზე დააყენა და ეკონომიკური დინამიკა მიანიჭა თავისი ქვეყნის განვითარებას. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ორი დღის წინანდელი მისი გადაწყვეტილებაც ამ ქვეყანაში დემოკრატიის გამარჯვების დამადასტურებელია“, – განაცხადა დეპუტატმა.

ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ყაზახეთის პრეზიდენტი თითქმის 30 წლის განმავლობაში იყო, 19 მარტს გადადგა. დღეს კი ქვეყნის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციაში ცვლილებას და დედაქალაქ ასტანას სახელი გადაარქვა.

დედაქალაქისთვის „ნურსულთანის“ დარქმევა ყაზახეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, კასიმ-ჯომარტ ტოკაევის ინიციატივა იყო. მისივე თქმით, პირველი პრეზიდენტის სახელი ეწოდება ყაზახეთის ოლქების ცენტრებში მთავარ ქუჩებსაც, ხოლო ნაზარბაევის აზრს ქვეყნისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას პრიორიტეტული მნიშვნელობა ექნება. ტოკაევის განცხადებით, ნურსულთან ნაზარბაევის პორტრეტები დარჩება სამთავრობო და საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახელმწიფო მოხელეების კაბინეტების შეუცვლელი ატრიბუტი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]