weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ხალხის საკეთილდღეოდ მიმართული გადაწყვეტილებები ძალიან ჭიანურდებოდა – ქობულია

22:12 შაბათი, 04 მაისი 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი მთავრობის და მმართველი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირებაზე საუბრობს. მისი თქმით, კონფლიქტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ხდებოდა ის, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, ძალიან ჭიანურდებოდა.

გიორგი ქობულიას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში არ დაუკონკრეტებია რა გადაწყვეტილებებზეა საუბარი და ვინ აჭიანურებდა მათ მიღებას.

„ვიცი, რომ გაჟღერდა ორი მიზეზი. ერთი იყო გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფე და მეორე სამინისტროს ცუდი მართვა. გადაწყვეტილების მიღების სისწრაფესთან დაკავშრებით - ჩემთვის ცოტა გასაკვირია, ვინაიდან კონფლიქტის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც მე მიმაჩნდა სწორად, რომლებიც მიმართული იყო ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ ძალიან ჭიანურდებოდა. ამ გადაწყვეტილებების მიღების ძალიან ნელი ტემპი ხდებოდა ერთ-ერთი ძირთადი მიზეზი ჩვენი ლაპარაკის და (არ მინდა კონფლიქტი დავარქვა) კამათის. აქ ზოგადად საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობასა და მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაზეა საუბარი“, – განაცხადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

.გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ის ხელისუფლებიდან წასვლას არ აპირებდა და თანამდებობიდან გადააყენეს.

გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება 2019 წლის 18 აპრილს გამოსცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]