weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ არა მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას

22:26 ოთხშაბათი, 29 მაისი 2019

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას „ქართული ოცნების“ არცერთმა დეპუტატმა არ დაუჭირა მხარი.

კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა მისცა: აკაკი ზოიძემ, კახაბერ კუჭავამ და სულხან მახათაძემ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა დიდმა ნაწილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

30-ვე დეპუტატი, რომელმაც კომისიის შექმნაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დაუჭირა მხარი, ოპოზიციონერია. მათ შორის არიან ირმა ინაშვილი, ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ზვიად კვაჭანტირაძე, ეკა ბესელია, ლევან კობერიძე, ნატო ჩხეიძე და გედევან ფოფხაძე.

საქართველოს პარლამენტმა „თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე“ დადგენილების პროექტს დღეს უყარა კენჭი. მის მისაღებად 50 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში დადგენილების პროექტი 2018 წლის ბოლოს შეიტანა. მათი განმარტებით, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის მიმართ საზოგადოებას და დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც „დღემდე არ მოუხდენია სათანადო სამართლებრივი რეაგირება“. „ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, სწორედ საგამოძიებო კომისიამ უნდა უზრუნველყოს არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა და საქმის სრულყოფილი გამოძება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]