weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

სააკაშვილის ექსტრადირებაზე სამართლებრივ პროცედურებს გავაგრძელებთ – პროკურორი

14:54 ხუთშაბათი, 30 მაისი 2019

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა. როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები საქართველოს პროკურატურას დაწყებული აქვს და არ შეწყვეტილა.

„რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, მისი მოქალაქეობის დაკარგვის, ან აღდგენის ფაქტი მის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნასთან და საექსტრადიციო პროცედურებთან არავითარ კავშირი არ არის და მიმდინარე პროცესზე ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა და ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ის მსჯავრდებულია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ასევე მსჯავრდებულია პარლამენტის წევრის, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, ხოლო ბრალდებულია და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია „იმედის“ უკანონოდ ჩამორთმევის საქმეებზე. პროკურატურა გააგრძელებს სამართლებრივ პროცედურებს სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

28 მაისს, უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს 2017 წელს ჩამორთმეული უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგაც სააკაშვილი კიევში დაბრუნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]