weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„პატრიოტთა ალიანსი“ დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს

15:34 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა თბილისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციების გამართვას გააგრძელებენ და შესაძლოა, პროტესტის ფორმები უფრო გაამკაცრონ.

„ჩვენი ქვეყნის პირველი დიპლომატისგან ვითხოვთ გააკეთოს შესაბამისი შეფასება. ჩვენი მოთხოვნაა, უშუალოდ კრამერი გამოცხადდეს საქართველოში პერსონა ნონ გრატად, ვინაიდან მან შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ ქალბატონ ირმა ინაშვილს, არამედ ზოგადად ქართულ სახელმწიფოებრიობას“, – განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერი, ირმა ინაშვილი 10 სექტემბერს, თბილისში, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სადაც ის მიწვეული არ ყოფილა, ხმაურით მივიდა. როგორც მან თქვა, სურდა პასუხი გაეცა იმ ცილისმწამებლურ განცხადებებზე, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ შესახებ კონფერენციაზე გაკეთდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დევიდ კრამერმა ინაშვილსა და მედიას შენობის დატოვება მოსთხოვა. საბოლოო ჯამში, ირმა ინაშვილს კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცეს. იმის გამო, რომ მას საუბარი გაუგრძელდა, დევიდ კრამერმა უთხრა, რომ მეტ დროს ვეღარ მისცემდა. ამის გამო, ირმა ინაშვილმა ამრიკელ დიპლომატს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, კრამერმა „გადააბიჯა საქართველოს კონსტიტუციას და შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის წევრს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]