weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, ახლა კიდევ წვრილი მევახშეები დაემატოს – სააკაშვილი ხაზარაძეზე

15:57 ხუთშაბათი, 12 სექტემბერი 2019

„მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მე-8 წლისთავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები“, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფრიძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დაფუძნებასთან დაკავშირებით.

„ლელოს“ დაფუძნების ღონისიძებას, რომელიც ანაკლიაში დღეს გაიმართა, მიხეილ სააკაშვილმა „კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება“ უწოდა.

„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე, ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე, ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“ რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებზე. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან“, – აცხადებს სააკაშვილი ვიდეოში, რომელიც მის ფეისბუქ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის დაფუძნებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასაც აპირებენ.

„ჩვენ ვქმნით ძალას, რომელიც ორიენტირებული იქნება 2020-ში არჩევნების მოგებისთვის, ამას ვაცხადებთ მთელი სერიოზულობით“, – განაცხადა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]