weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2019

ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? – ილია ჯიშკარიანი

22:36 ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019 hits 127

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ სიცრუეს უწოდებს. როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ ამბობს, სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას იწყებს.

„ბრალს არ ვაღიარებ. კანონი რასაც ითვალისწინებს, სასამართლო იქნება თუ საგამოძიებო მოქმედებები, მზად ვარ, ყველაფერში მონაწილეობა მივიღო. არასდროს შემიშლია ხელი და არც გამოძიებისთვის მითქვამს უარი. რაც იყო იმასთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი.

სიმართლე რომ გითხრათ, ბრალის წაყენებას არ ველოდი. საიდან? რანაირად? ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო. ეს რომ გავიგე, ხელებში და ფეხებში ძალა წამერთვა, საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი.

 ახლა ბრძოლას ვიწყებ და შეხედავს საზოგადოება, ჩემი მშობლები, ჩემი ამომრჩეველი, ნათესავები და თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

„ქართული ოცნებიდან“ ისნის მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში მისივე თანაშემწე, თამთა თოდაძე ადანაშაულებს. თოდაძე ამბობს, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში მოხდა.

პროკურატურამ ჯიშკარიანს ბრალი 8 ოქტომბერს, კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარუდგინა. საგამოძიებო უწყების განცხადებით, დეპუტატს ბრალად ედება თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების განხორციელება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და ცემა.

თამთა თოდაძე და მისი ადვოკატი ითხოვენ, რომ პროკურატურამ სასამართლოში ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვოს.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]