weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ეგ ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, თადუმაძეს და ივანიშვილს – მელია მოსამართლეს

17:42 ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019
ფოტო: ipn.ge ფოტო: ipn.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, რომელიც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაშია ბრალდებული, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

წინასასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა თხოვნით, თავდაპირველად განეხილა დაცვის მხარის ის შუამდგომლობა, რომელიც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას გულისხმობდა.

„სწრაფად გადავიდეთ ჩემთვის მნიშვნელოვან შუამდგომლობაზე - სამაჯურს მხსნით თუ მიტოვებთ. რატომ არ შეიძლება გაითვალსწინოთ, რომ დეპუტატებს ეჩქარებათ, იმიტომ, რომ თქვენ კოლეგებს, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე აპირებენ მოსამართლეობას, კითხვა დაუსვან და სააშკარაოზე გამოიტანონ მათი ცოდნა და ნაკლოვანებები“, – მიმართა მოსამართლეს ბრალდებულმა დეპუტატმა.

მოსამართლემ უპასუხა, რომ შეეძლო სხდომა გადაედო და შუამდგომლობა სხვა დროს განეხილა, რაზეც მელია უთხრა, საკითხის გადასაწყვეტად „მურუსიძე-ჩინჩალაძისთვის“ დაერეკა.

მოსამართლე: ეს არის სასამართლოს შეურაცხყოფა. მე არავის ვურეკავ და ვიღებ გადაწყვეტილებას.

მელია: თქვენ გირეკავენ.

მოსამართლე: არც მე მირეკავენ და არც მე ვურეკავ ვინმეს.

მელია: დაიფიცეთ.

მოსამართლე: გაგაძევებთ სხდომის დარბაზიდან. ეს ის ადგილი არ არის, სადაც ფიცს დებს მოსამართლე“.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ჩაქუჩი რამდენჯერმე დაარტყა, მელიამ მას უთხრა: „ეგ ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, თადუმაძეს და ივანიშვილს“.

საბოლოოდ, მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნიკა მელია დარბაზიდან გააძევა. ამასთან, მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ძალაში დატოვა ნიკა მელიას მიერ ელექტროსამაჯურის ტარების ვალდებულება.

ნიკა მელია 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით პასუხისგებაშია მიცემული. 27 ივნისს თბილისის სასქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა და დამატებითი შეზღუდვები დაუწესა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]