weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

11:16 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

ამერიკის შეერთვებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მორგან ორტაგუსი რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებას ეხმაურება.

ორტაგუსმა Twitter-ზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ მართული ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას, მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისკენ. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრეს-სპიკერი.

1987 წელს დაბადებული ზაზა გახელაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების პროცესში, ის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ზაზა გახელაძე ცხინვალის კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გადმოცემას მოითხოვს და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მკაცრი შეფასება მისცეს საოკუპაციო ძალების უკანონო მოქმედებებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]