weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ქალი მხოლოდ რუსთავში წარადგინა

13:28 ორშაბათი, 20 ივლისი 2020

დღეს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის 30 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატები წარადგინა. მმართველ პარტიას ქალი კანდიდატი მხოლოდ რუსთავში ჰყავს.

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ნინო ლაცაბიძის წარდგენისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის საქმიანობას „წარმატებით უთავსებს ოთხი შვილის დედობას“. ლაცაბიძე 2017 წლიდან თბილისის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატია.

„ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ის წარმატებით უთავსებს ოთხი შვილის დედობას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამჟამად, მე-9 მოწვევის პარლამენტში სულ 21 ქალია, რაც ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოში. საბოლოო ჯამში, პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პარტიებს აქვთ ვალდებულება, შეიმუშაონ ისეთი პროპორციულ საარჩევნო სია, სადაც მის ყოველ ოთხეულში ერთი კანდიდატი მაინც განსხვავებული სქესის იქნება. ეს ვალდებულება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაზე არ ვრცელდება.

„ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სრული სია ასე გამოიყურება:

თბილისი:

საბურთალო - დავით სერგეენკო

ვაკე - ნოდარ ტურძელაძე

გლდანი - ლევან კობიაშვილი

სამგორი - სოზარ სუბარი

მთაწმინდა და კრწანისი - ბექა ოდიშარია

ისანი - კახი კახიშვილი

ნაძალადევი - მიხეილ ყაველაშვილი

დიდუბე-ჩუღურეთი - გიორგი ვოლსკი

რეგიონები:

ზუგდიდი - ირაკლი ჩიქოვანი

ფოთი, ხობი და სენაკი - ირაკლი ხახუბია

მარტვილი, აბაშა, წალენჯიხა და ჩხოროწყუ - ალექსანდრე მოწერელია

რუსთავი - ნინო ლაცაბიძე

მარნეული და გარდაბანი - ზაურ დარგალი

ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო და წალკა - გოგი მეშველიანი

ქუთაისი - ზაზა ლომინაძე

სამტრედია, წყალტუბო, ვანი და ხონი - გიგი ჭიჭინაძე

საჩხერე, ჭიათურა და ხარაგაული - პაატა კვიჟინაძე

ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული და თერჯოლა - ბეჟან წაქაძე

გორი და კასპი - გიორგი ხოჯევანიშვილი

ხაშური და ქარელი - ზაზა დუგლაძე

ამბროლაური, ონი, ლენტეხი, მესტია და ცაგერი - გოჩა ენუქიძე

ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი და ახალციხე - ანტონ ობოლაშვილი

ახალქალაქი და ნინოწმინდა - სამველ მანუკიანი

ბათუმი - რესან კონცელიძე

ქობულეთი - ზაალ მიქელაძე

ხულო, შუახევი, ქედა და ხელვაჩაური - ანზორ ბოლქვაძე

მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი - შალვა კერესელიძე

ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური - ვასილ ჩიგოგიძე

თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი - ირაკლი ქადაგიშვილი

გურჯაანი, დედოფლისწყარო, სიღნაღი და საგარეჯო - დავით სონღულაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]