weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

„ქართული ოცნების“ ლიდერები თელავსა და ახმეტაში ამომრჩეველს შეხვდებიან

11:12 კვირა, 09 აგვისტო 2020

„ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრეს-სამსახური ავრცელებს.

ხვალ, 10 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ქართული ოცნება“ თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას დაესწრებიან პარტიის გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური მდივანი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები.

თელავის შემდეგ, 14:00 საათზე „ქართული ოცნების“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.

ირაკლი ქადაგიშვილი ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის გაერთიანებულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელებამდე ქადაგიშვილი ოთხი წლის განმავლობაში კახეთს გუბერნატორი იყო.

ამავე ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს გიორგი ბოტკოველი იყრის, ხოლო „ევროპული საქართველოდან“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]