weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

კახეთის მსახურება ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილია – სონღულაშვილი

10:54 შაბათი, 15 აგვისტო 2020 hits 432

„მე კახელი ვარ და მაჟორიტარობის კანდიდატობა კახეთში არ არის მხოლოდ რაღაც პოზიცია ან მომავალი თანამდებობის დაკავების სურვილი. მე ამ კულტურის ნაწილი ვარ და კახეთის მსახურება არის ჩემი სულიერი მისიის დიდი ნაწილი“, – განაცხადა „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა.

14 აგვისტოს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, პოლიტიკურმა მდივანმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავით სონღულაშვილი საგარეჯოში, დედოფლისწაყოსა და გურჯაანში წარადგინეს.

„ჩვენმა ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამტკიცა, რომ ყველანაირი დაბრკოლებების გადალახვის რესურსი აქვს“, – განაცხადა სონღულაშვილმა საგარეჯოში სიტყვით გამოსვლის დროს.

მისი თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში „უამრავი პროექტი განხორციელდა და უზარმაზარი სამუშაოა ჩატარებული“.

„ამ ყველაფერს მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს. ძალიან კარგად იცის, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყნისა და საგარეჯოს წინსვლისთვის ალტერნატივა არ ყავს. ფაქტია, რომ უიმედობა, რომელიც გამეფებული იყო ჩვენი თანამოქალაქეების გულებში, უკეთესი ცხოვრების, კეთილდღეობის ზრდის, წინსვლის შესაძლებლობებმა და იმედმა ჩაანაცვლა სამუდამოდ. თუმცა, საკეთებელსა და გასაუმჯობესებელს რა გამოლევს“, – განაცხადა სონღულაშვიმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, საგარეჯოს მოსახლეობისგან უკვე მიღებული აქვს თხოვნა, რომელიც შემდეგი 4 წლის განმავლობაში მისთვის უპირველესი შესასრულებელი ამოცანა იქნება.

„საკითხი ეხება მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის კარდინალურ გაუმჯობესებას, ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც უზრუნველყოფს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქისა და ყველა სოფლის მოსახლეობას, თითოეულ მოქალაქესა და ოჯახს სასმელი წყლით გაუმჯობესებული ციკლით. ჩვენი დაპირება ბოლომდე უნდა შესრულდეს გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, სასწრაფოდ უნდა მოხდეს რეფორმა ირიგაციისა და მელიორაციის კუთხით, მიწების სრული ინვენტარიზაციის შემდგომ, უნდა მოხდეს ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების შესწავლა და საკუთრების ფორმების განსაზღვრა-დამტკიცება“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, მოსახლეობის კიდევ ერთი თხოვნა სოფლებში ინტერნეტის ხარისხსა და ხელმისაწვდომობას ეხება.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოსწავლეებსა და მოსახლეობას ინტერნეტზე წვდომის ბარიერი არ ქონდეს უახლოეს მომავალში“, – აღნიშნა სონღულაშვილმა.

გურჯაანს, დედოფლისწყაროს, სიღნაღისა და საგარეჯოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში „ევროპული საქართველოდან“ კენჭს გიორგი ღვინიაშვილი იყრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ლევან ბეჟაშვილი, „ლელოდან“ კი ეკა ქვლივიძე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]