weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მღებრიშვილისთვის პატიმრობის მისჯა პროვოკაციული გადაწყვეტილებაა – საგარეო უწყება

14:17 შაბათი, 22 აგვისტო 2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილისთვის სამთვიანი პატიმრობის მისჯას პროვოკაციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებად აფასებს.

საგარეო უწყების განცხადებით, მსგავსი ფაქტები კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებას.

„საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას, რათა დაკავებული მოქალაქეები დროულად და უვნებლად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს“, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გუშინ, 21 აგვისტოს, ცხინვალის ე.წ. საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე, 47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი „სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში“ ცნო დამნაშავედ, რაც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია.

ხვიჩა მღებრიშვილი 3 ივლისს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ აძვის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, მღებრიშვილს ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დაჭერა ჰქონდა განზრახული.

ხვიჩა მღებრიშვილის საკითხი განიხილეს 30 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 96-ე შეხვედრაზე. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრის დროს ვერ მიიღეს დადასტურება, რომ „მღებრიშვილის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადგილობრივი ფაუნის ხელყოფის მცდელობას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]