weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ლეიბორისტულმა პარტიამ პრემიერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

17:37 შაბათი, 26 სექტემბერი 2020

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი იქნება. ამის შესახებ თავად ნათელაშვილმა განაცხადა.

„მზად ვარ დავიკავო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, თუ იქნება ხალხის და რაც მთავარია, ღმერთის ნება, რის შემდეგაც, მეორე დღეს, გავიღვიძებთ სრულიად სხვა საქართველოში, სადაც არ იქნება მშიერი, გაჭირვებული, ღატაკი, უმუშევარი, უიმედო, დეპრესირებული, ქვეყნიდან გაქცევის მსურველი, დაჩაგრული, უსამართლობაში მცხოვრები ადამიანი; როდესაც ჩვენ ნამდვილად გვექნება ის საქართველო, რომლის ოცნებაში არაერთი თაობა წავიდა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ესენი არიან:

ნიკა ვარდოშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქი

მიხეილ ქუმსიშვილი – რუსთავის ოლქი

ალი ბადიროვი – მარნეულისა და გარდაბნის ოლქი

თემურ წიკლაური – თეთრიწყაროს, წალკის, დმანისის და ბოლნისის ოლქი

გიორგი ჩიტაური – ასპინძის, ადიგენის, ბორჯომის და ახალციხის ოლქი

ბექა ნათელაშვილი – მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის ოლქი

სამსონ გუგავა – ზესტაფონის, ბაღდათის, ტყიბულის და თერჯოლის ოლქი

დავით მამალაძე – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის ოლქი

ტარიელ კალანდარიშვილი – ბათუმი

თავად ნათელაშვილი ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ამ ოლქში ის გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარადგინა. „ჩემს ნაძალადეველებს ვეუბნები, რომ ვიქნები არა მარტო თქვენი დეპუტატი, არამედ ოჯახის წევრი“, – განაცხადა დღეს ნათელაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ქუთაისის მერობის კანდიდატად ირაკლი კიკვაძე, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად – ოთარ ქოსაშვილი წარადგინა.

ნათელაშვილის თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სიის სათავეში ზურაბ ლომია იქნება.

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ თბილისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად მამუკა ჯუღელი დაასახელა. ამასთან, პარტიამ ქალი კანდიდატები წარადგინა ონის, თელავისა და თეთრიწყაროს საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის.

„გემრიელი ლუკმა, ულამაზესი ლუკმა შემოვინახეთ ბოლოსთვის. სამ უმშვენიერეს გოგონას, ახალგაზრდას ვასახელებთ საკრებულოებში წევრობის კანდიდატად: ონში – მარიამ გოჩალეიშვილს, თელავში – თამარ მენაბდიშვილს, მანგლისში – თათია მაისურაძეს. მარტო ამ სილამაზის გამო მოგვცემენ ხმას“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]