weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლეიბორისტული პარტია ზუგდიდში მხარს გიგი უგულავას უჭერს

23:12 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020
სააგენტო ლაივრპესის ფოტო სააგენტო ლაივრპესის ფოტო

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა ზუგდიდში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და მხარდაჭერა გამოუცხადა გიგი უგულავას, რომელიც „ევროპული საქართველოდან“ ზუგდიდის ოლქში მაჟორიტარად იყრის კენჭს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩაისახა კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის პერსპექტივა, რისი ჭეშმარიტი მაგალითი გიგი უგულავას და ჩემი ერთად ყოფნაა. ალბათ ვერც თქვენ, ვერ მე და ვერც ბატონი გიგი უგულავა ვერ წარმოიდგენდა, რომ ვიქნებოდით დაუძინებელი მტრებიდან დაუძინებელი თანამებრძოლები და მოკავშირეები. ჩვენ ბრძოლაში დავმეგობრდით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მისივე თქმით, დღეს არა მარტო ზუგდიდის ოლქს, არამედ მთელ სამეგრელოს არ ჰყავს იმ დონის მებრძოლი, გამოჩენლი პოლიტიკოსი, როგორიც გიგი უგულავაა. 

„მან ეს დაამტკიცა როდესაც ხელისუფალი იყო და თბილისში თუ რამე აშენდა, მისი მერობის დროს აშენდა. ასევე დაამტკიცა თავსი პოლიტიკური სიმწიფე და ლიდერული თვისებები ოპოზიციაში ყოფნის დროს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა. 

„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთში მხარს უჭერს ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილის შვილს, ბექა ნათელაშვილს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]