weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს – ივანიშვილი

11:58 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის საარჩევნო უბანზე მისცა ხმა, რის შემდეგაც მედიასთან განცხადება გააკეთა. ივანიშვილის თქმით, 31 ოქტომბერს არჩევნები დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, რაც ყველა ქვეყნის მიერ არის აღიარებული. მისივე თქმით, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია „ზედმეტად ემოციურად და გადაჭარბებულად ამბიციურად“ აფიქსირებს პოზიციებს.

ივანიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მე კიდევ ერთჯერ მინდა ქართველ ხალხს მადლობა გადავულოცო იმ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის, რომელიც მათ გამოიჩინეს 31 ოქტომბერს და დღესაც, ამ რთულ პერიოდში. მოგეხსენებათ, კოვიდი ბობოქრობს და მაქსიმალური მობილიზაცია გამოავლინა ქართულმა საზოგადოებამ, რისთვისაც კიდევ ერთჯერ მინდა მადლობა გადავუხადო.

ამავდროულად, შეგახსნებეთ, რომ ყველა ქვეყანამ, დემოკრატიულმა საზოგადოებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები ჩატარებული იყო კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. შედეგად მივიღეთ 9 პარტიის წარმომადგენლობა პარლამენტში, რაც მისასალმებელია. იცით, რომ

ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ზედმეტად ემოციურად, გადაჭარბებულად ამბიციურად პოზიციებს აფიქსირებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საღი აზრი აჯობებს და მივიღებთ ჭეშმარიტად მრავალპარტიულ, წარმომადგენლობით პარლამენტს“.

კითხვას, აქვს თუ არა იმედი, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევა, მან უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური ქვეყნის მასშტაბით 17 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, რადგან პირველი ტურის შედეგები გაყალბდა და ცესკოს მიერ დათვლილი შედეგები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]