weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა

12:11 სამშაბათი, 01 დეკემბერი 2020

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც ის აცხადებს, პირადი გადაწვეტილებით, დღეიდან, პირველი დეკემბირიდან ცესკოს თანამშრომელი აღარ არის.

„ცხოვრებაში გვიწევს რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და რაღა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ნაბიჯი თანხვედრაში უნდა იყოს ჩვენივე ღირებულებებთან. ვინც კარგად მიცნობთ, იცით, რომ ყოველთვის, როგორც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისე საჯარო სექტორში მუშაობისას, ვხელმძღვანელობდი მხოლოდ პროფესიონალიზმის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების პრინციპებით და მუდამ ვცდილობდი, ჩემი, თუნდაც მცირე წვლილი, შემეტანა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, – წერს ანა მიქელაძე სოციალურ ქსელში.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ანა მიქელაძემ ბრიფინგი ბოლოს 2 ნოემბერს გამართა, რის შემდეგაც ის მედიასთან აღარ გამოჩენილა და არ აკეთებდა კომენტარს ჩატარებული არჩევნების გამო მის გადადგომასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. ამჟამად ცესკოს პრეს-სპიკერის მოვალეობას ნათია იოსელიანი ასრულებს.

საქართველოს პარლამენტის 31 ოქტომბრის არჩევნებს ოპოზიცია გაყალბებულად მიიჩნევს. ისინი ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას პასუხისმგებლობის საკითხს აყენებენ და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვენ. 4 ნოემბერს არჩევნები შეაფასა 25-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. როგორც ისინი აღნიშნავენ, 2020 წლის არჩევნები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]