weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2021

ნათელია, რომ ეს დისკუსიები რთული იქნება – ევროკავშირის ელჩი

22:03 პარასკევი, 04 დეკემბერი 2020 hits 147

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დისკუსიები რთული იქნება, თუმცა შესაძლებელია გამოსავლის პოვნა, რომელიც აქამდე გამოთქმულ უკმაყოფილებებს უპასუხებს და უზრუნველყოფს სტაბილურობასა და განგრძობად დემოკრატიას. 

ელჩმა ეს განცხადება, რომლის თარგმანსაც „რუსთავი 2“ ავრცელებს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა, რათა მოლაპარაკებები და ყველა მხარის ამბიციები იყოს შენარჩუნებული. კვირების განმავლობაში ვცდილობთ საერთო შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს დისკუსია 7 პარტიასთან, მხედველობაში მივიღებთ ყველაფერს თუ როგორ წავიდეთ წინ. ყველა ცდილობს ამ ჯადოსნური საერთო გამოსავლის პოვნას. ამ ეტაპე მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან საუბრები გრძელდება. ვნახოთ რა იქნება.

ნათელია, რომ ეს დისკუსიები რთული იქნება. აქამდეც ვთქვი, რომ შესაძლებელია გამოსავლის პოვნა, რომელიც აქამდე გამოთქმულ უკმაყოფილებებს უპასუხებს, უზრუნველყოფს სტაბლურობას და განგრძობად დემოკრატიას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა და აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ „ლელოს“ ლიდერა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, ელჩებს შვიდი ოპოზიციური პარტიის მიერ შეთანხმებული პოზიცია გადასცეს იმისთვის, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ გააცნონ. ჯაფარიძემ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წინადადებებს გაიზიარებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება. 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პოზიციის მხრიდან ძალიან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისკენ, რომ შეთანხმება მოხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]