weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

00:30 პარასკევი, 11 დეკემბერი 2020

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად იძულებაში, მუქარასა და ქრთამის მიცემაში ბრალდებულები – აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

როგორც მათ განაცხადეს, არ მოელოდნენ, რომ სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდა. აკაკი ხუსკივაძის თქმით, მათ დაკავების მოტივი პოლიტიკური იყო.

„6 ნოემბერს, 19 საათზე, მე და ირაკლი კობალაძე გამოვედით „მთავარი არხით“, სადაც დავასახელეთ 13 გაყალბების მეთოდი, „ქართულმა ოცნებამ“ როგორ გააყალბა არჩევნები. 24 საათი არ იყო გასული, როდესაც უკვე საპატიმროსკენ მიმავალ გზაზე იყავით. შესაბამისად, ეს იყო უმთავრესი მიზეზი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო დასაბუთებული გამოსვლა ტელევიზიით“, – განაცხადა ტელეკომპანია „პირველთან“ აკაკი ხუსკივაძემ.

ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედორე გობეჯიშვილი 7 ნოემბერს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაიცვალა. მომდევნო დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თანამშრომლები, აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე დააკავეს.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ნოემბერს, თბილისში, აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე თედორე გობეჯიშვილს შეხვდნენ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, ქრთამის სახით 50 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, მედიის თანდასწრებით განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თითქოსდა არჩევნები გაყალბდა, რის შემდეგაც მას დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

„ასევე, აკაკი კობალაძემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და 7 ნოემბრის ჩათვლით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ინახავდა საბრძოლო მასალას, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული“, – აცხადებს პროკურატურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]