weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა

18:23 პარასკევი, 19 თებერვალი 2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჯუანშერ ბურჭულაძე წარადგინა, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად – ირაკლი ქარსელაძე.

მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნება მაია ცქიტიშვილი, რომელიც 2018 წლის აპრილიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დასახელებული მთავრობის შემადგენლობა ასეთია:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე

იუსტიციის მინისტრი – გოჩა ლორთქიფანიძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი – მიხეილ ჩხენკელი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი

თავდაცვის მინისტრი – ჯუანშერ ბურჭულაძე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

მთავრობის შემადგენლობას პარლამენტი სავარაუდოდ მომავალ კვირაში დაამტკიცებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]