weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

მადლობა ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული სპეცოპერაციისთვის – სუბარი

11:09 სამშაბათი, 23 თებერვალი 2021 hits 82

„პოლიციელებმა ძალიან მაღალ, პროფესიულ დონეზე შეასრულეს ეს გადაწყვეტილება და კანონი აღსრულდა. მადლობა მინდა ვუთხრა შსს მინისტრ ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული სპეცოპერაციისთვის“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.

სუბარის თქმით, საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონზე მაღლა ვერავინ დადგენა.

„სხვათა შორის ორ დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე და სწორედ იმან განაპირობა დამოუკიდებლობის დაცემა, რომ აქ, შიგნით იყო ბოლშევიკური მეხუთე კოლონა, რომელიც არ ემორჩილებოდა კანონს და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. ის დღე აღარ არის. საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება.

ქვეყანას აზიანებს, სახელმწიფოებრიობას ძირს უთხრის, როდესაც ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონზე მაღლა დგანან, ეს არ მოხდება. 1921 წლის 25 თებერვალს ქვეყანა დაღუპა იმან, რომ საქართველოში იყო მეხუთე კოლონა, რომელიც კანონს არ ემორჩილებოდა, რომელიც ყოველდღე აწყობდა დესტრუქციას ქუჩაში, შემოვიდა გარედან წითელი არმია და ამან დაღუპა ქვეყანა. დღეს საქართველოს სახელმწიფო არის ძლიერი და იგივე ვერ განმეორდება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს დილით დაწყებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. პარტიის ოფისში შესაღწევად სპეცრაზმმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის კიბეებიც გამოიყენა, შენობაში შესვლის შემდეგ კი სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

ოპოზიცია ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებს და დღეს 15:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას აანონსებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]