weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პარლამენტთან ოპოზიციის აქცია-პიკეტი მიმდინარეობს  

10:24 სამშაბათი, 02 მარტი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

თბილისში, პარლამენტის შენობასთან, ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით, დილიდან აქცია-პიკეტი იმართება. საკანონმდებლო ორგანოში შემსვლელ დეპუტატებს შეძახილებითა და სტვენით აცილებენ. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

„პოლიციას დავალება აქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიპაროს და წაიყვანოს, რომ იქნებ აქციაში ხალვათობა იყოს, მაგრამ არა! ეს პროტესტი გაგრძელდება. დღეს აქ ვართ, ხვალ მთავრობის კანცელარიასთან ვიქნებით, ზეგ – შსს-სთან. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პროტესტს შევაჩერებთ, ძალიან ცდებიან. პროტესტი რომ შეჩერდეს, ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები უნდა ვნახოთ გადადგმული. მათ შორის, ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს და ახალ არჩევნებზე დაუყოვნებლივ დიალოგი დაიწყოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა.

„ეს არ არის პარლამენტის ბლოკირება. ეს არის დისკომფორტის შექმნა, რათა ჩვენი ხმა გავაგებინოთ იმისთვის, რომ აქ არ არის ერთპარტიული ქვეყანა, რომ აქ ვართ ჩვენ – ის ადამიანები, ვისაც მოპარეს არჩევნები. გიორგი რურუას და ნიკა მელიას გათავისუფლება, ვადამდელი არჩევნები – ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთხოვნები ავიდა უმაღლეს დონეზე, ევროკავშირის დონეზე“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტის შენობის პიკეტირება 26 თებერვალს გამართულ აქციაზე დააანონსა. 5 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]