weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ღარიბაშვილთან ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა ჩვენთვის მიუღებელია – ლელო

12:32 კვირა, 07 მარტი 2021

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ფარული აუდიოჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა „ლელოსთვის“ მიუღებელია.

„ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან შეიცავს უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს. მოვითხოვთ სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გამოძიებაში ჩართულ იქნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები, გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე“, – აცხადებს „ლელო“.

ტელეკომპანია „პირველმა“ ფარული აუდიოჩანაწერები გაავრცელა, სადაც, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილი - ბერა ივანიშვილი ფიგურირებენ. „პირველის“ ცნობით, ჩანაწერებიდან ირკვევა, როგორ სჯიან ახალგაზრდებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, რომლებმაც გაბედეს და სოციალურ ქსელში ბერას შეურაცხყოფა მიაყენეს.

ტელეკომპანიის ცნობით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები კონფიდენციალურმა, ანონიმურმა წყარომ გადაცემას „ნოდარ მელაძის შაბათი“ გაუგზავნა და მათთვის არ არის ცნობილი, როდის და რა ვითარებაშია ჩაწერილი საუბრები.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილთან ისაუბრეს და დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერები 2010 წელს არის გაკეთებული. მდინარაძის მტკიცებით, ჩანაწერები დამონტაჟებულია და ფაბრიკაციას წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]