weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ვასილ მაღლაფერიძე „ქართულ ოცნებაში“ თანამდებობას ტოვებს

10:04 ორშაბათი, 08 მარტი 2021

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე თანამდებობას ტოვებს. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვტოვებ პოლიტიკურ თანამდებობას. გარკვეული პერიოდი აქტიურ საქმიანობას ვერ შევძლებ, თორემ გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება. თუ საჭირო გახდა, გაცდენები რომ საპატიოდ ჩამეთვალოს, ცნობასაც წარმოვადგენ!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოადგილედ და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრად იანვარში აირჩიეს. მანამდე, 2017 წლიდან 2020 წლის აგვისტომდე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი იყო. ვასილ მაღლაფერიძემ ეს თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამი წლით ადრე დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]