weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი მალხაზ თორია გადადგა

14:49 ორშაბათი, 31 მაისი 2021
ფოტოზე - ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია ფოტოზე - ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მალხაზ თორიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ყოფილი გუბერნატორი გადადგომის მიზეზის შესახებ მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს. მან ამ თანამდებობაზე გიორგი გუგუჩია დანიშნა.

„გიორგი გუგუჩია პროფესიით საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. მას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს: მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში.

არის ძალიან გამოცდილი კადრი, არის ზუგდიდიდან და ძალიან კარგად იცნობს რეგიონს. მე მჯერა, რომ იგი წარმატებული გუბერნატორი იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მალხაზ თორია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული 2020 წლის აგვისტოდან იყო, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე მოწერელიამ თანამდებობა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. მანამდე თორია გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.

გასული თვის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში არაერთი მაღალი თანამდებობის პირი გადადგა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელიაც იყო. თანამდებობა დატოვა გუბერნატორის აპარატის უფროსმა ლაშა გვასალიამ, რომელიც ამბობდა, რომ სამსახურიდან წასვლას პარტია „ქართული ოცნება“ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო სთხოვდა. თანამდებობები დატოვეს ფოთის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტების მერების მოადგილეებმაც. ისინიც პარტიის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობნდენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]