weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ადიგენში დაკავებული 28 წლის მამაკაცი სასამართლომ გაათავისუფლა

10:33 ხუთშაბათი, 10 ივნისი 2021

ადიგენის სოფელ უდეში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული 28 წლის გოჩა აზირაშვილის საქმის განხილვა ახალციხის რაიონულ სასამართლოში გადაიდო. მომდევნო სხდომამდე მოსამართლემ აზირაშვილი გაათავისუფლა.

პროცესის გადადება დაკავებულის ადვოკატმა, მუხრან ღურცკაიამ მოითხოვა, რომელმაც განმარტა, რომ საქმის მასალების გაცნობისა და მტკიცებულებების წარდგენისთვის არასაკმარისი დრო ჰქონდა.

გოჩა აზირაშვილი 8 ივნისის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაყვანამდე აზირაშვილს სცემეს. ისინი დაკავებულზე ფიზიკურ ძალადობაში, ასევე, იარაღისა და ნარკოტიკის ჩადების მუქარაში სდებენ ბრალს ადიგენის პოლიციის უფროსს, თამაზ ფაილოძეს.

ოჯახისა და ადვოკატის განცხადებით, სამართალდამცველები გოჩა აზირაშვილს სთხოვენ სამცხე-ჯავახეთის რეგიონი დატოვოს. პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების საკითხზე მათ პროკურატურას და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართეს.

საქმეზე მომდევნო პროცესი 15 ივნისს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.

ადმინისტრაციული სამართალდარვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]