weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სამუშაოების შეწყვეტა ინვესტორის უფლებების შელახვა იქნება, რასაც ვერ გავაკეთებთ – თურნავა

14:20 ორშაბათი, 14 ივნისი 2021

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათელა თურნავას განცხადებით, ნამახვანჰესის შენებელი კომპანია ენკა რინიუებლზი რიონის ხეობაში მოსამზადებელ სამუშაოებს კანონიერი ნებართვის ფარგლებში ახორციელებს და მათ შეწყვეტას ძალიან მძიმე შედეგი ექნება.

ნათელა თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე ევროპელი მედიატორის შუამავლობით შაბათს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა რიონის ხეობაში სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვეს, რაც ამ ეპატზე, არც მედიატორმა გაიზიარა.

„დაისახა გეგმები, რომ უნდა მოხდეს უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე შესწავლა ხელახლა გარემოსდაცვითი ასპექტების, კომერციული ასპექტების, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის, დავუშვათ, იგივე სამუშაოების დროებით შეწყვეტას, რასაც ძალიან მძიმე შედეგი ექნება როგორც ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ისე სახელმწიფოსთვისაც, იმიტომ, რომ

პრაქტიკულად, ამის შედეგად კომპანაის ექნება სრული უფლება სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე პასუხი, რადგან დღეს ახორციელებს კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს.

ეს მოთხოვნა დააყენეს აქტივისტებმა და ამ ეტაპზე არ იქნა გაზიარებული არც ევროპელი მედიატორის მხრიდან. რატომ? იმიტომ, რომ იყო ძალიან სერიოზული კონტრარგუმენტები წაყენებული. კომპანიას გააჩნია კანონიერი ნებართვა, მან პრაქტიკულად გადადო, ჩვენი მოთხოვნით, 12 თვით კაშხლის მშენებლობა, რომელიც მთავარი ობიექტია შესწავლის და უსაფრთხოებასთან დაკაშირებით ყველაზე მეტი კითხვა იყო ამასთან მიმართებაში, ყველაზე მეტი კვლევა აქ არის ჩასატარებელი, ჩატარებულიც არის და ამაზეც არის მსჯელობა.

რაც შეეხება მოსამზადებელ სამუშაოებს, მათ არ აქვთ რაიმე არსებითი ზეგავლენა გარემოსდაცვით საკითხებზე. კომპანიას გააჩნია ამის ნებართვა და ამ ნებართვის რაღაც მიზეზის, საფუძვლის და დასაბუთების გარეშე გამოწვევა, შეწყვეტა არის საინვესტიციო გარემოს დაზიანება და ინვესტორის უფლებების შელახვა, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებთ, რა თქმა უნდა. ეს იქნა გაზიარებული მედიატორის მიერ“, – აღნიშნა ნათელა თურნავამ.

შაბათს, 12 ივნისს, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარის, დირკ ბუშლეს მედიატორობით, მთავრობის წარმომადგენლებსა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის შეხვედრა გაიმართა. ცხრასაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, მხარეები სამ ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ - გაცემული ნებართვების ფარგლებში რისკების იდენტიფიცირება, რიონის ხეობაში სიტუაციის დეესკალაცია და საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა.

იმ შემთხვევაში, თუ დეესკალაციის ფარგლებში ხელისუფლება რიონის ხეობაში პოლიციის მიერ აღმართულ ბარიკადებს აიღებს და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეეს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ, ევროპელი მედიატორის მონაწილეობით მომდევნო შეხვედრა გაიმართება, სადაც „ენკა რინიუებლზის“ მიერ რიონის ხეობაში სამუშაოების შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

„ვფიქრობ, რომ მთლიანობაში ეს წინაპირობები, რაც დაისახა, ძლევა შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტრის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია და ყველამ ერთობლივად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

იცით, რომ პარალელურად მიმდინარეობს მოლაპარაკაება თურქულ კომპანისთან, მათი კეთილი ნებაც არის ამაში, რომ პრობები გაუმჯობესდეს, მათ შორის, თუნდაც იჯარით გადაცემული მიწების ხანგრძლივობა გადაიხედოს, რაც არაერთგვაროვნად იყო აღქმული საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობს სრულად შეესაბამება. ჩვენ ამას ვხედავთ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს წუხული, რაც საზოგადოებაში იყო გამოქთქმული, იყოს ასახული კონტრაქტში. ასე რომ, პროცესი მიმდინარეობს ჯანსაღად, ახლა მთავარია, რომ ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ უფრო მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათელა თურნავამ.

 

ამ თემაზე:

როდის დატოვებს პოლიცია რიონის ხეობას – ეკონომიკის მინისტრის პასუხი

არ ვაპირებთ ნამახვანჰესის გაჩერებას და ქვეყნიდან გასვლას – „ენკა“

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]