weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას ითხოვს

19:07 ხუთშაბათი, 17 ივნისი 2021

პარლამენტის ფრაქცი „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ მოსამართლეთა დანიშვნების შეჩერებას ითხოვს. როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ხელისუფლებამ ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა უნდა განახორციელოს.

„მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტში ერთ შეხვედრაზე მეტი არ გამართულა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ სივრცეს აძლევს კლანს, რომ მოიქცეს აღვირახსნილად და გააკეთოს ის, რაც მას სურს – მოასწროს მოსამართლეების დანიშვნა.

შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ მოსამართლეების დანიშვნებზე.

დოკუმენტში ნათლად წერია და ამაზე არაერთი განცხადებაც გაკეთებულა, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დღეს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად 9 მოსამართელე – გიორგი გოგიაშვილი, გოჩა აბუსერიძე, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი – შეარჩია და მათ პარლამენტს წარუდგენს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები პარლამენტის მიერ უვადოდ აირჩევიან.

მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციებიც გამოეხმაურნენ და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდეს, ფორსირებულ რეჟიმში სასამართლო კორპუსის დაკომპლექტება შეწყვიტოს. მათი განცხადებით, საბჭოს რეფორმის ჩატარებამდე, ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი საკადრო გადაწყვეტილებების მიღებით, კიდევ უფრო ზიანდება ქვეყანაში მართლმსაჯულების ინტერესები.

„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილის შეთანხმება, ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტი, ცალსახად და არაორაზროვნად მიუთითებს ამბიციური სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დოკუმენტში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმის საჭიროებაზე და უზენაესი სასამართლოს კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობაზე“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მიმართავენ პარლამენტს, მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა დროულად დაიწყოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]