weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ენმ-მ 24 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა

09:53 ორშაბათი, 23 აგვისტო 2021

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 24 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები წარადგინა. სენაკში კენჭს პარტიის აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის მოქმედი წევრი კობა ნაყოფია იყრის. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მერობის კანდიდატები არიან:

  1. ოზურგეთი – ირაკლი ღლონტი
  2. ჩოხატაური – ნონა სიხარულიძე
  3. წალენჯიხა – გია ხარჩილავა
  4. ჩხოროწყუ – ბადრი ქარჩავა
  5. ონი – ვაჟა ცეცაძე
  6. ცაგერი – მადონა ბენდელიანი
  7. წყალტუბო – ზაზა მეტრეველი
  8. ტყიბული – ბესიკ ზოსიაშვილი
  9. ბაღდათი – გიორგი რობაქიძე
  10. ხარაგაული – დავით მაღლაფერიძე
  11. საჩხერე – ირინე გრძელიშვილი
  12. ახალციხე – დავით ბალიაშვილი
  13. ახალქალაქი – მელიქ რაისიანი
  14. ნინოწმინდა – ავაკ ბდოიანი
  15. ბორჯომი – გივი ჯოლბორდი
  16. დუშეთი – ლევან კირკველიშვილი
  17. თიანეთი – ილია არჩემაშვილი
  18. ყაზბეგი – იმედა შიოლაშვილი
  19. მარნეული – ელდარ მუსტაფაევი
  20. ბოლნისი – ვახტანგ ჩაგელიშვილი
  21. გარდაბანი – ბესიკ კახაბრიშვილი
  22. წალკა – რუსლან ხუციშვილი
  23. ყვარელი – ალექსანდრე მჭედლიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, მისი პარტია მხარს დაუჭერს სხვა პარტიების კანდიდატებს: ლაგოდეხში - ზურაბ ჯაფარიძეს, თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძეს, ჭიათურაში - ნოდარ ჩაჩანიძეს, ლანჩხუთში - ლია მუხაშავრიას, ხონში - ზურაბ ჯიბუხაიას, ხოლო მესტიაში - გეგი გულედანს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 29 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს დაასახელა, 21 აგვისტოს კი ფოთის მერობის კანდიდატად გიგი უგულავა წარადგინა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]