weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება კატეგორიულად მიუღებელია – ტიკარაძე

14:52 ოთხშაბათი, 22 სექტემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერის სიძულვილის ენის შემცველი ბანერით ჩანაცვლება მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“.

„იმ საუკუნეში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ეს ნამდვილად არის კომუნიკაციის საუკუნე, ნამდვილად მიუღებელია მსგავსი ენა და ადამიანებმა უნდა შევძლოთ ერთმანეთში ადეკვატური დიალოგის გამართვა. მითუმეტეს ამ პირობებში, როდესაც ვაქცინაცია არის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ მსოფლიოს პრიორიტეტი. ვაქცინაციის ბანერის სიძულვილის ბანერით ჩანაცვლება ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. ასევე, ბატონი ამირანის და ჩემი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადება, რა თქმა უნდა, იყო ჩემთან შეთანხმებული და ჩვენ აბსოლუტურად ერთ აზრზე ვართ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, გონივრული იქნებოდა, სარეკლამო კომპანია „ალმა“ დაინტერესებულიყო, თუ რამდენად სწორი ბანერებით ჩანაცვლდებოდა ვაქცინაციის ბანერი.

„ეს არის უბრალოდ რეპუტაციული მსგავსი მაღალი დონის კომპანიისთვის, რომელიც ქვეყნის პრიორიტეტს ცვლის მსგავსი სიძულვილის ენის ბანერით“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

თბილისსა ვაქცინაციის წამახალისებელი ბანერები „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ბანერებით 17 სექტემბერს ჩაანაცვლეს. სარეკლამო კომპანია „ალმამ“ განმარტა, რომ ბანერის შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვთ.

გარდა ამისა, კომპანიის განცხადებით, ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში, სარეკლამო მონიტორი და ბილბორდი უსასყიდლოდ ჰქონდათ გამოყოფილი. „ალმა“ მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული ვაქცინაციის მხარდამჭერი აქცია პოზიტიური შეფასების ნაცვლად მათზე უსაფუძვლო თავდასხმების საფუძველი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]