weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სააკაშვილის საქმეზე უკრაინის სასაზღვრო სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს

18:57 ხუთშაბათი, 07 ოქტომბერი 2021

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის გარემოებების დასადგენად გამოძიებას ატარებენ.

გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება.

„დეტალურად მოწმდება ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ დატოვა მან უკრაინა. გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში და დასკვნის მიღებამდე, სამხრეთ რეგიონალური სამმართველოს რიგი მოხელეები დროებით ჩამოშორებული არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს და რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს.

ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის და რა გზით შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც პროკურატურას არ გაუვრცელებია. შსს-ში სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, სამი ადამიანია დაკავებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა შეწყალების საქმეებზე და 6 წლის ვადით პატიმრობა აქვს მისჯილი.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გაყალბებული ბრალდებების საფუძველზეა დაპატიმრებული და პუტინის პირადი პატიმარია. პროტესტის ნიშნად ის მეექვსე დღეა შიმშილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]