weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

იზოლაციის წესის დარღვევის გამო გიგი უგულავა 2000 ლარით დააჯარიმეს

14:53 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021 hits 207

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაერთიანებული ოპოზიციიდან ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით, 2000 ლარით დააჯარიმა.

გიგი უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა და იმედი გამოთქვა, რომ 10 დღეში „ფეხზე დადგებოდა“. ამის მიუხედავად, 14 ოქტომბერს, ის სიტყვით გამოვიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართა.

როგორც უგულავამ განმარტა, აშშ-ში მოქმედი პროტოკოლით იხელმძღვანელა, რომლის მიხედვითაც, მისი ინფორმაციით, სრულად აცრილ პირებს საჯარო სივრცეში გასვლა 7-8 დღეში შეუძლიათ.

„მე ამით ვხელმძღვანელობ და არა ამ აფერისტების მიერ მოგონილი დრაკონული სისულელეებით“, – თქვა მან.

მოგვინებით გიგი უგულავამ 15 ოქტომბერს გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი გამოაქვეყნა.

დღეს, 16 ოქტომბერს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 62 994 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 5076 ადამიანს დაუდასტურდა. 24 საათში გარდაიცვალა 44 ინფიცირებული. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 38 300 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 32 202 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საავადმყოფოში 5176 ადამიანი მკურნალობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სიმპტომიანი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელებულად ითვლება და იზოლაციის დასრულება შეუძლია, თუ იზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე. იმ შემთხვევაში თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი იზოლაციაში 10 დღე რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]