weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გადმოვსახლდები წალენჯიხაში, გვერდში დავუდგები ახალ მერს – ხაზარაძე

10:47 ხუთშაბათი, 04 ნოემბერი 2021

პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, წალენჯიხაში ბინის ყიდვას და საცხოვრებლად გადასვლას აპირებს. როგორც მან გუშინ, ოპოზიციის მიერ ზუგდიდში გამართულ აქციაზე თქვა, წალენჯიხის ახალ მერს გვერდში დაუდგება. ხაზარაძე ბიზნესმენებსაც მოუწოდებს, საკუთარი კომპანიების ანგარიშები წალენჯიხაში გადაიტანონ.

„უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში, უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად.

მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში.

დიახ, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, როგორ იმართება თვითმმართველობა, როგორ უნდა გადაწყვიტოს ადამიანმა თავის სოფელში, ქალაქში თუ როგორ იცხოვროს და არა იმან, რომელიც კაბინეტში შედის და დირექტორად გვევლინება, იქიდან გვეუბნება, როგორ უნდა ვიცხოვროთ. ეს დრო დამთავრდა საქართველოში და ამის მაგალითია წალენჯიხა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წალენჯიხა 64 მუნიციპალიტეტიდან ერთადერთია, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა გაიმარჯვა. ცესკოს მონაცემებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიორგი ხარჩილავამ ამომრჩეველთა ხმების 51% (7250 ხმა) მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ – 49% (6936 ხმა). ხარჩილავას განცხადებით, შანტაჟის, მუქარის, იძულებისა და მოსყიდვის მიუხედავად, ამომრჩეველმა საკუთარი ნება დააფიქსირა.

 

ამ თემაზე:

წალენჯიხაში, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა, „დემოკრატიის ჰაბი“ გაიხსნება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]