weather cur horoscope tv
აგვისტო 20, 2022

გთხოვთ, მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში – ბურჭულაძე „ოცნებას“

14:55 პარასკევი, 05 ნოემბერი 2021

საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ არ უნდა „მესამე პრეზიდენტის მკვლელობის“ თანამონაწილე იყოს და მზადყოფნას გამოთქვამს, მის ნაცვლად თავად ჩაჯდეს ციხეში. „ქართული ოცნებისადმი“ მიმართვა ბურჭულაძემ Facebook-ით გაავრცელა.

„ყველაფერს აქვს საზღვარი! ამის მოთმენა აღარ შეიძლება! მე არ მინდა ვიყო მესამე პრეზიდენტის მკვლელობის თანამონაწილე. „ქართულო ოცნებავ“, ყველაფერში არღვევთ კანონებს: ითვისებთ წაგებულ არჩევნებს,იჭერთ უდანაშაულო ადამიანებს და თქვენივე კუთვნილი სასამართლოთი თქვენებურად ასამართლებთ.

გთხოვთ, კიდევ ერთხელ დაარღვიოთ კანონი და მომცეთ საშუალება ჩავანაცვლო მესამე პრეზიდენტი ციხეში. მიეცით მას მულტიფუნქციურ საავადმყოფოში მკურნალობის საშუალება.

უმორჩილესად გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი თხოვნა და მე დღესვე ჩამოვფრინდები საქართველოში. ამით თქვენ ორ დიდ საქმეს გააკეთებთ: საქართველოს არ შეიყვანთ ველური ქვეყნების სიაში და ძალიან ასიამოვნებთ ბიძინა ივანიშვილს. მას ერთდროულად ორი პატიმარი ეყოლება, რომლებსაც ვერ იტანს“, – წერს ბურჭულაძე.

რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. გუშინ მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა და მას მეხსიერების პრობლემა აქვს. პატიმრის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება და წინ მეტი პრობლემაა მოსალოდნელი, რის გამოც საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]