weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გაითვალისწინეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები – სახელმწიფო დეპარტამენტი მთავრობას

10:14 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021
ფოტოზე - ნედ პრაისი ფოტოზე - ნედ პრაისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ყოფილ პრეზიდენტს სამართლიანად და ღირსეულად მოექცეს.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობას ყურადღებით აკვირდებიან.

„მივესალმებით საქართველოს სახალხო დამცველის საზედამხედველო მუშაობას დამოუკიდებელი სამედიცინო ჯგუფის შექმნის კუთხით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ციხის საავადმყოფოში სამედიცინო აღჭურვილობის მდგომარეობის შესამოწმებლად.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, ასევე გაითვალისწინოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები სათანადო მოპყრობის შესახებ.

ჩვენ ასევე მკაცრად მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს ის, რომ ბატონი სააკაშვილი დაესწროს ყველა სასამართლო სხდომას მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ბატონ სააკაშვილს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც მოიცავს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრების შესაძლებლობას, თუ ის ამას მოითხოვს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებაში.

გუშინ, 18 ნოემბერს, საღამოს, მიხეილ სააკაშვილმა გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში, ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ გონება დაკარგა, რის გამოც მისი რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსება გახდა საჭირო.

მიხეილ სააკაშვილი 50-ე დღეა შიმშილობს. ხელისუფლება, უსაფრთხოების რისკების საბაბით, უარს აცხადებს სააკაშვილის სამოქალაქო ტიპის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანაზე. ყოფილ პრეზიდენტს არც საკუთარ სასამართლო სხდომებზე დასწრების საშუალება ეძლევა.

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, რის გამოც ჯგუფის რეკომენდაცია იყო მკურნალობის დაუყოვნებლივ გაგრძელება ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში, კერძოდ, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. ექსპერტების შეფასებით, მე-18 დაწესებულებაში შესაბამისი პირობები არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]