weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„ქართულმა ოცნებამ“ მარცხი აღიარა და უკან დაიხია – მელია

16:21 პარასკევი, 19 ნოემბერი 2021

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ მარცხი აღიარა და უკან დაიხია. პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მელია გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას - მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზოს.

„ემოციები მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ გვეჩქარება, მაგრამ ისიც მნიშვნელოვანია, რომ ყოველთვის გავიაზროთ, რა გველოდება ნახევარი ნაბიჯით წინ.

მოვა დრო, როდესაც ვიტყვით, დღეს აქ რას ვაპირებდით. არ ვიცი, „ქართულმა ოცნებამ“ ეს გაიგო თუ არ გაიგო, მაგრამ მე მგონია, რომ 3 საათზე რომ გამოიყვანეს იუსტიციის მინისტრი, ამით, ამ ეტაპზე მარცხი აღიარა.

რა თქმა უნდა, ეს ის მარცხია, რომელიც ჩვენ არ გვაკმაყოფილებს, იმიტომ, რომ რეჟიმი არსად წასულა, მაგრამ მარცხი რომ აღიარა და უკან რომ დაიხია, ეს არის ფაქტი და ამას თუ არ გააკეთებდნენ დღეს, მერწმუნეთ, მგონია, რომ რამდენიმე დღეში ეს რეჟიმი იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩადგებოდა, მოუწევდა სხვა განცხადებების გაკეთება. ამ განცხადებების გაკეთება ადრე თუ გვიან მოუწევს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს, 15:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროში მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს მკურნალობის კურსის გასავლელად გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობენ. ბრეგაძის თქმით, სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში, გადაყვანის პროცესი ექიმებთან და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაიგეგმება.

როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, გორის სამხედრო ჰოსპიტალი არის ადგილი, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად იქნება დაცული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]