weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სტრასბურგის სასამართლომ უარი გვითხრა სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე – ლომჯარია

11:13 შაბათი, 20 ნოემბერი 2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვაზე პროცედურული მოტივით უარი უთხრა. ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

„სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ წერილი, სადაც ისინი გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, მათი პროცედურით, ამას მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით. აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი, იმიტომ, რომ პირდაპირ აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში არ იყო. თუმცა სასამართლო, როგორც ვიცით, ტრადიციული და კონსერვატიულია და გვითხრა, რომ ამ ეტაპზე, ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა. რა თქმა უნდა, არსებით ეტაპზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს“, – განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

სახალხო დამცველმა სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში დროებითი ღონისძიების განხილვის პროცესში მესამე მხარედ ჩართვის თაობაზე 17 ნოემბერს მიმართა. როგორც ნინო ლომჯარია აცხადებდა, იმისდა მიუხედავად, სასამართლო მათ თხოვნას დააკმაყოფილებდა თუ არა, სახახლო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა ითამაშებს გადამწყვეტ როლს სასამართლოს მხრიდან მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის, მისი უსაფრთხოებისა და სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის შესაფასებლად.

10 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დროებითი ღონისძიება გამოიყენა. სასამართლომ მოითხოვა, რომ საქართველოს მთავრობამ აცნობოს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა. ასევე, უნდა შედგეს მისი ჯანმრთელობის აღდგენის გეგმა. ამავე დროს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მხარეებმა დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ევროსასამართლოს 24 ნოემბრამდე უნდა წარუდგინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]