weather cur horoscope tv
აგვისტო 15, 2022

გახარიას პარტიის წევრები ბათუმის ახალი საკრებულოს პირველ სხდომას არ დაესწრებიან 

11:09 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიდან „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოში ახლად არჩეული წევრები ნინო ბაციაშვილი და აკაკი გვიანიძე დღეს, პირველ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამის შესახებ პარტიის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მიქელაძემ განაცხადა. 

მიქელაძის თქმით, ბოლოს მათი შეთავაზება მმართველი პარტიისა და „ნაციონალურ მოძრაობის“ მიმართ იყო ის, რომ საკრებულოის თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი აერჩიათ, რაც ამ ორ პარტიას გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა.

„ეს მოხდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ „ქართულ ოცნების“ და „ნაციონალურ მოძრაობის“ წარმოამდგენლები იქნებოდნენ მოადგილეები და დაგვეხმარებოდნენ საკრებულოში ბალანსის დაცვაში, რაც ჩვენი ამომრჩევლის ძირითადი მოთხოვნაა. სამწუხაროდ, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება რომ მსგავსი ნაბიჯი გადაედგათ.

ამის შემდგომ ვიხილეთ კიდევ უფრო უარესი გაგრძელება და 2022 წლის ბიუჯეტი „ქართულმა ოცნებამ“, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, მოიპარა, რადგან ბათუმის ბიუჯეტი 2017 წლის საკრებულომ დაამტკიცა, რომელსაც ამის მორალური უფლება არ ჰქონდა. ეს ბიუჯეტი უნდა დაემტკიცებინა მრავალპარტიულ საკრებულოს“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

მისივე თქმით, ექსპრემიერის პარტია არ აპირებს, ვინმეს სცენარში მონაწილეობის მიღებას.

„სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული წევრები ბათუმის საკრებულოს სხდომაზე არ მივლენ, არ მიიღებენ ამ ცირკში მონაწილეობას. 

ჩვენ ვაძლევთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ თვითონ, ერთობლივად მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება საკრებულოს მიუნიციპალიტეტის გამართულ მუშაობას. თუ ისინი ამას ვერ შეძლებენ, ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას არა მარტო მათი ამომრჩევლისადმი“, – განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.

დღეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა იმართება. ბათუმის 35-წევრიან საკრებულოში ოპოზიციამ 19 მანდატი მოიპოვა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ – 16. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და „ლელოს“ ჯამში 16 მანდატი ჰქონდა, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ კი – 3. გახარიას პარტიის წევრმა, ირაკლი თავდგირიძემ 29 ოქტომბერს პარტია დატოვა და განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნებოდა, ხოლო 18 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ირწმუნება, რომ „ქართული ოცნება“ ფუტკარაძის გადაბირებას ცდილობდა და მასზე ზეწოლას ახორციელებდა.

ამგვარად, დღეს ბათუმის საკრებულოში 34 წევრია, აქედან 16 დეპუტატი „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს, 17 – ოპოზიციას, 1 კი დამოუკიდებელი წევრია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]