weather cur horoscope tv
იანვარი 24, 2022

„საქართველოსთვის“ სამეგრელოში 4 საკრებულოს თავმჯდომარეების არჩევაში არ ჩაერთვება 

12:11 პარასკევი, 03 დეკემბერი 2021 hits 233

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ იმ მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან, სადაც გადამწყვეტი ხმები აქვს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს რუსთავსა და მარტვილში დააყენებს, ხოლო ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის საკრებულოებში არც თავმჯდომარეობის კანდიდატები ეყოლება და არც სხვა პარტიების კანდიდატებს დაუჭერს მხარს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

სიჭინავას თქმით, პარტიის მიზანია იქ, სადაც ამის ბერკეტი აქვს, არცერთ პარტიას არ მისცეს საკრებულოების ერთპარტიულად მართვის და კრიზისის შექმნის შესაძლებლობა და პირიქით, იმოქმედოს მუნიციპალიტეტის და იქ მცხოვრები მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად. 

„თქვენთვის უკვე ცნობილია გადაწყვეტილება, რომელიც ბათუმის საკრებულოსთან მიმართებაში იქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით მივიღეთ. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, იმ საკრებულოებიდან, სადაც ჩვენს პარტიას გააჩნია გადამწყვეტი ხმები, დღეს, პირველ სხდომაზე, საკრებულოების თავმჯდომარეების კანდიდატებად ჩვენს წარმომადგენლებს ვასახელებთ მხოლოდ მარტვილსა და რუსთავში.

დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, სადაც ასევე გვაქვს გადამწვეტი ხმები და ასეთებია – ზუგდიდის, სენაკის, ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები, დავესწრებით სხდომებს, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების არჩევისა და კომისიების დაკომპლექტების პროცედურაში დღეს მონაწილებას არ მივიღებთ. 

სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწვეტი ხმები არ გვაქვს, თუმცა ხმების საკმარისი რაოდენობა გაგვაჩნია იმისთვის, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები დავასახელოთ, დღესვე, წარვადგენთ ჩვენს კანდიდატებს საკრებულოს თავმჯდომარის და სხვა პოზიციების დასაკავებლად. ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოებში, სადაც გვაქვს ხმების საკმარისი რაოდენობა, „საქართველოსთვის“ ქმნის ფრაქციებს.

იმ საკრებულოებში, სადაც ჩვენი კანდიდატები მოიპოვებენ ხმების საკმარის რაოდენობას საკრებულოს თავმჯდომარის, თუ სხვა პოზიციის დასაკავებლად, ჩვენი მოქმედების პრინციპი იქნება ძალაუფლების ბალანსი“, – აცხადებს ბერდია სიჭინავა. 

დღეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების პირველი სხდომა იმართება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]