weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გახარიას გუნდი სააკაშვილის საქმეზე პარლამენტში კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

13:26 სამშაბათი, 04 იანვარი 2022
ფოტოზე – ანა ბუჩუკური ფოტოზე – ანა ბუჩუკური

ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები 6 დეპუტატი მხარს არ დაუჭერენ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. 

ბუჩუკურის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას იღებდა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არც კი გამოცხადდა, ხოლო როცა კომიტეტის სხდომაზე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება განიხილებოდა, პარტიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მიხეილ სააკაშვილის წერილის კითხვა დაიწყო.

„ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ და გავიმეორებ, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო. „ქართული ოცნება“, ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ვიწროპარტიული ინტერესებისთვის მზად არის, გააუქმოს და გაანადგუროს დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი. და მეორე ამ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, მზად არის, ვიწროპარტიული ინტერესი, ანუ ერთი ადამიანის ინტერესი სახელმწიფოს ინტერესში გაცვალოს. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს“, – აღნიშნა ბუჩუკურმა.

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების შესწავლის მიზნით ითხოვს. სააკაშვილი სწორედ ამ ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას. 

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედის (50 დეპუტატი) მხარდაჭერა სჭირდება, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 30 წევრი ჰყავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]